პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მიტროპოლიტ აბრაამს 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ - წმინდა სინოდის წევრს 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

საპატრიარქოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ აბრაამს სიონის ტაძარში 29 ნოემბერს დაასვენებენ, 1-ელ დეკემბერს კი ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

მიტროპოლიტ აბრაამს 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ - წმინდა სინოდის წევრს 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
ინტერპრესნიუსი

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ. წმინდა სინოდის წევრი, 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს დაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამა წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე.

ახლად შესვენებული მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს. დაიკრძალება 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები