პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა

ისლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე ინგვარ იონსონი 37 წლის ასაკში სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. სპორტსმენს დიაგნოზი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაუდგინეს.

37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
სპორტალი

როგორც გამოცემა Visir იუწყება, ისლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, ინგვარ იონსონი 37 წლის ასაკში, სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. სპორტსმენს სიმსივნის დიაგნოზი გაზაფხულზე დაუდგინეს. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

"დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით გაცნობებთ, რომ ჩვენი ძვირფასი მეგობარი და თანაგუნდელი, კლუბ "ვიკინგურის" მეკარე ინგვარ იონსონი, ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.

"ვიკინგურის" მთელი გუნდი მის ოჯახსა და ახლობლებს თანაუგრძნობს. მათ ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ", - ნათქვამია "ვიკინგურის" განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა. იონსონი კარიერის ბოლო წლებში სწორედ ამ კლუბში თამაშობდა.

იონსონმა "სტიარნანისა" და "ვიკინგურის" შემადგენლობაში ისლანდიის ჩემპიონობა მოიპოვა, ასევე გამოდიოდა ნორვეგიისა და დანიის სხვადასხვა კლუბში.

მან ისლანდიის ეროვნულ ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა; 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ის გუნდს სათადარიგო მეკარის რანგში გაჰყვა. აღნიშნულ ტურნირზე ისლანდია მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც მომავალ ფინალისტთან საფრანგეთთან დამარცხდა. მერვედფინალში კი ისლანდიამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
სულხან თამაზაშვილი – მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებასწაიკითხე

უახლესი ამბები