ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული აგრესიის საპასუხოდ სხვა ოპერაციებიც იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული აგრესიის საპასუხოდ სხვა ოპერაციებიც იქნება; მან დაადასტურა უკრაინული რაკეტებითა და დრონებით ყირიმის ხიდზე საპასუხო დარტყმა.

რუსული აგრესიის საპასუხოდ სხვა ოპერაციებიც იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„დღეს უკრაინისთვის ძლიერი დღეა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს, ყველა ქვედანაყოფსა და სამსახურს, რომლებმაც რუსეთის დარტყმებზე საპასუხო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღეს, კერძოდ, იმ ხიდზე საპასუხო დარტყმაში, რომელიც ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიიდან ყირიმამდე ააშენეს. ჩვენ რუსეთს დიდი ხანია ვეუბნებით: შეწყვიტეთ ხიდებზე, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რკინიგზასა და მარცვლეულით დატვირთულ გემებზე დარტყმები. კმარა ეს ომი. თუმცა, რუსეთი ყოველ ჯერზე ახალ ესკალაციას ირჩევს. ამიტომ, უკრაინულმა რაკეტებმა და დრონებმა კიდევ ერთხელ სამხრეთში რუსეთის მნიშვნელოვან სამხედრო არტერიას დაარტყეს“, - აცხადებს ზელენსკი.
ასევე, ზელენსკის თქმით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის სიჩქარაზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
„ამ საკითხს ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკულ მხარესთან განვიხილავთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…