პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია

ჟურნალისტი მარიო ნაუფალი აცხადებს, რომ USAID-ის დოკუმენტების მიხედვით, მედიასაშუალებების შემოსავლების შესამცირებლად და მათი პლატფორმებიდან წასაშლელად ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობა იგეგმებოდა.

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია
იმედინიუსი

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი სოციალურ ქსელში USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ფაილებს ეხმაურება. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციისთვის 2022 წელს მომზადებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ პლატფორმებიდან მედიასაშუალებების წასაშლელად თანამშრომლობას სთავაზობდნენ.

„შეუწყვიტეთ დაფინანსება, დაუწიეთ რეიტინგი, გააქრეთ პლატფორმებიდან!“ 2022 წლის აგვისტოში USAID-ისთვის მომზადებული დოკუმენტი აჩვენებს, თუ როგორ სთავაზობდა ორგანიზაცია „დეზინფორმაციის გლობალური ინდექსი“ ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობას, მათ შორის Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-თან და Meta-სთან, რათა შეემცირებინათ რეკლამიდან მიღებული შემოსავლები, დაექვეითებინათ მედიასაშუალებების ხილვადობა და პლატფორმებიდან წაეშალათ ის მედიასაშუალებები, რომლებიც „დეზინფორმაციის რისკის“ მქონედ იქნებოდნენ მიჩნეულნი. წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია“, - წერს მარიო ნაუფალი.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

აღნიშნულ საკითხზე მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა. New York Post-მა დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებ-ვერდების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა.

აღნიშნულ თემას ეხება Newsweek-ის სტატიაც. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი: მოინიშნეთ, დაიმახსოვრეთ და ჩაიწერეთ ყველას სახელი, ვინც USAID-ის სასარგებლოდ იბრძოდა. ესენი არიან ამ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული ადამიანებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები