პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი: მოინიშნეთ, დაიმახსოვრეთ და ჩაიწერეთ ყველას სახელი, ვინც USAID-ის სასარგებლოდ იბრძოდა. ესენი არიან ამ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული ადამიანები

ჟურნალისტი ერიკ დოერტი USAID-ის დამცველებს ყველაზე კორუმპირებულ ადამიანებად მოიხსენიებს და სააგენტოს სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობასა და ცენზურაში ადანაშაულებს.

ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი: მოინიშნეთ, დაიმახსოვრეთ და ჩაიწერეთ ყველას სახელი, ვინც USAID-ის სასარგებლოდ იბრძოდა. ესენი არიან ამ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული ადამიანები
იმედინიუსი

ამერიკელი ჟურნალისტი ერიკ დოერტი სოციალურ ქსელში USAID-ის საქმიანობის ამსახველი ფაილების შესახებ წერს. ის მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც USAID-ის სასარგებლოდ იბრძოდა, ყველაზე კორუმპირებული ადამიანები არიან.

„მოინიშნეთ, დაიმახსოვრეთ და ჩაიწერეთ ყველას სახელი, ვინც USAID-ის სასარგებლოდ იბრძოდა. ესენი არიან ამ ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული ადამიანები. როდესაც USAID-ი სხვა ქვეყნებში ფერადი რევოლუციების გზით მთავრობების დამხობით არ იყო დაკავებული, ის მთელ მსოფლიოში და უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების ცენზურას მიმართავდა. განაგრძეთ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება და კონგრესის აქტით აკრძალეთ მთელი ეს საქმიანობა“, - წერს ჟურნალისტი.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

აღნიშნულ საკითხზე მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა. New York Post-მა დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებ-ვერდების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა.

აღნიშნულ თემას ეხება Newsweek-ის სტატიაც. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები