პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Le Figaro: მარსელში ბულგარელ გულშემატკივრებზე თავდასხმა - მაკრონი ძალადობას მკაცრად გმობს

ემანუელ მაკრონმა მარსელში „ლევსკი სოფიას“ გულშემატკივრებზე თავდასხმა მკაცრად დაგმო და პირობა დადო, რომ ინციდენტი, რომლის დროსაც 12 ბულგარელი დაშავდა, დაუსჯელი არ დარჩება.

Le Figaro: მარსელში ბულგარელ გულშემატკივრებზე თავდასხმა - მაკრონი ძალადობას მკაცრად გმობს
იმედინიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მარსელში, „ველოდრომის“ სტადიონზე ბულგარელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე განხორციელებული ძალადობა „უმკაცრესად“ დაგმო. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად, „ლევსკი სოფიას“ დაახლოებით 12 გულშემატკივარი დაშავდა. დაპირისპირება „მარსელსა“ და ბულგარულ კლუბს შორის ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე მოხდა. შეხვედრა ფრანგული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საფრანგეთის ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ თვალისა და თავის არეში ტრავმები აღენიშნებოდათ. კიდევ ექვს ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. პრეფექტურის ცნობით, ამ დროისთვის დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ არის.

ინციდენტს ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვაც გამოეხმაურა. მან მარსელში მომხდარი ძალადობის ამსახველ კადრებს „შემზარავი“, თავად თავდასხმას კი „მიუღებელი“ უწოდა. იოტოვამ საფრანგეთის ხელისუფლებას მომხდარის გარემოებების სრულად გამოძიებისა და დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისკენ მოუწოდა. მან ასევე მოითხოვა, უეფამ შეისწავლოს, რამდენად იყო დაცული ბულგარელი გულშემატკივრების უსაფრთხოება სტადიონზე.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მკაცრად დაგმო მარსელში ქვეყნის მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმები. სააგენტო BGNES-ის ცნობით, ვითარებას ადგილზე ბულგარეთის გენერალური კონსული ლიონში და საპატიო კონსული მარსელში აკვირდებიან.

მაკრონმა ძალადობა ხუთშაბათს საღამოს დაგმო. ელისეს სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, რომელთანაც ბრიუსელში, ევროპული სამიტის ფარგლებში ისაუბრა, განუცხადა, რომ მომხდარი დაუსჯელი არ დარჩება. მაკრონის შეფასებით, მსგავსი ძალადობა არც სპორტში და არც საზოგადოებრივ სივრცეშია მისაღები.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
Le Figaro: „მარსელისა“ და სოფიის „ლევსკის“ მატჩის დაწყებამდე სტადიონზე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები