თურქეთის იუსტიციის მინისტრი - ქართველ კოლეგას ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოვუწოდე - ჩვენი მოქალაქეების უფლებებს მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში დავიცავთ
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აკინ გიურლექმა ქართველ კოლეგა პაატა სალიასთან კომუნიკაციისას ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აკინ გიურლექის განცხადებით, ის თავის ქართველ კოლეგას პაატა სალიას დაუკავშირდა და თურქეთის მოქალაქეების უფლებების დაცვისა და თურქეთის მოქალაქე ყველა დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
შესაბამის განცხადებას თურქი მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, დედამიწის ნებისმიერ წერტილში თურქეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ.
„ბათუმში მომხდართან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს დავუკავშირდი. კომუნიკაციისას ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ, დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ დაუყოვნებლივი სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოვუწოდე. ამასთან, იმედი გამოვთქვი, რომ მიღებული იქნება საჭირო ზომები მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან ასაცილებლად. მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა იყოს, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას.
შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…