კახა კალაძე – ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლოს ინტერესი
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ პერსონალური სანქციების დაწესების რეკომენდაციას მნიშვნელობა არ აქვს და დასანქცირების შემთხვევაშიც „ფარ-ხმალს არავინ დაყრის“.

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ ქართველი პოლიტიკოსებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ რეკომენდაციას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დასანქცირების შემთხვევაშიც კი ფარ-ხმალს არავინ დაყრის.
მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, პირად კეთილდღეობაზე საუბარი ვერ იქნება.
„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლო და სამშობლოს ინტერესი. საერთოდ არ მაინტერესებს, რომელ ევროპარლამენტარს რა ინტერესი აქვს და რა უნდა. ძალიან კარგად ვიცით, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რისი გაკეთება გვინდა, რა პოლიტიკას ვახორციელებთ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ საქართველო გამოიყენოს თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას შეეწიროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი აქვს, მაგრამ ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა.
„ჩვენ მეგობრობაც და თანამშრომლობაც გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გაითელოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.
კარგი, ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობაზე, პირად ინტერესზე საერთოდ არ არის საუბარი. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკახა კალაძე: ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით?
კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?
კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე დასანქცირების შესახებ: ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…