პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული ღვინის შესაძლო აკრძალვა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ოპოზიციურ „აგენტურულ ქსელს“ აძლიერებს.

კახა კალაძე – რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია
პირველი არხი

თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის შეხვედრას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული მხარის პოზიცია, ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით, არ არის განმარტებული შესაბამისი არგუმენტებით და წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.

„მარტივად რომ ვთქვათ, რა არის პრობლემა და რას გვეუბნება რუსული მხარე. ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში და უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის ამის არგუმენტი და რაშია პრობლემა, ვერ მოვისმინეთ. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და, მეორე მხრივ, გვთავაზობენ, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობროს. ეს ხომ ალოგიკურია“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით ნათელია, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ქვეყანაში ოპოზიციის სახით წარმოდგენილ აგენტურულ ქსელს აძლიერებს.

„ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს აგენტურულ ქსელს, რომელიც ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ამას მოყვება რეაგირება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს - რატომ უნდა დასანქცირდეს ღვინო? პრობლემა რა არის?
  3. ალიაოპოზიციურიკახა კალაძე – რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ – ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს – რატომ უნდა დასანქცირდეს ღვინო? პრობლემა რა არის?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გალუზინმა დამატებით ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირება დააანონსა - ზურაბაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები