ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: “სამარცხვინო საქციელი”
ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების პოლიციასთან დაპირისპირებას გამოეხმაურა და მათ ქმედებას „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“ და „სამარცხვინო საქციელი“ უწოდა.

საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
მან „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან გააზიარა და დაწერა:
„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“, – დაწერა ელჩმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…