პაატა სალია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავიზო ლიბერალიზაციის გამოცდილება და სამართლებრივი თანამშრომლობა განიხილეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პაატა სალიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ერევანი მასპინძლობს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მისწრაფებას ევროპული ღირებულებების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისაკენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რადგან მეზობელი სახელმწიფო ახლა სწორედ ამ პროგრამის განხორციელების ეტაპზეა. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…