პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის შესახებ: „ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა. გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი

ლელოფედერალისტები

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა ჩაეშალა და ადამიანები ციხისთვის გაწირა. მისი თქმით, ოპოზიციამ დაკავებულებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ და საპროცესო შეთანხმებაზე წასვლისკენ უნდა მოუწოდოს.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის შესახებ: „ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა. გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი
POSTV

„ეს მათი ერთიანი კამპანია იყო – „დილით არჩევნებზე და საღამოს – რუსთაველზე“, ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციაში და, ამჯერად, „ფედერალისტებსა“ და „ლელოს“ შორის, არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობის გამო გამძაფრებული დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტის კითხვას.

„ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა. გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის. ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას. მიატოვეს ციხეში, მათაც მიატოვეს, მათმა უცხოელმა მფარველებმაც მიატოვეს. აიყვანეს ბარიკადებზე, ჩაადენინეს დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს წინააღმდეგ და შემდეგ მიატოვეს ციხეში. რა თქმა უნდა, ახლა მათ წნეხი აქვთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ციხეში სხედან. ესენი კი არიან კარგ გუნებაზე, არაფერს არ იკლებენ. ადამიანები მათი ქცევის გამო არიან ციხეში.

ასე რომ, ეს მათი დანაშაულია, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღეს ციხეში არიან. ერთადერთი, რასაც ახლა ისინი უნდა აკეთებდნენ, მოუწოდებდნენ ამ ადამიანებს, რომ აღიარონ საკუთარი დანაშაული, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, წავიდნენ საპროცესო შეთანხმებებზე, რომ იქნებ, რამენაირად შეუმსუბუქონ ამ პარტიების დანაშაულით გამოწვეული სანქციები და სასჯელები, რომლებიც მათ მიუსაჯა სასამართლომ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს მათი ერთიანი კამპანია იყო – „დილით არჩევნებზე და საღამოს – რუსთაველზე“, ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები