პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად. ასე მიატოვეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2024-2025 წლებში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორი მცდელობა განხორციელდა. მისი თქმით, დაკავებულებიდან 45-მა პირმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმებით შეიწყალეს. პაპუაშვილმა მოუწოდა აქტივისტებს, ნუ იქნებიან ბრიუსელისა და მარიონეტი პარტიების იმედად, არამედ ენდონ საქართველოს სახელმწიფოს.

შალვა პაპუაშვილი: „ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად. ასე მიატოვეს
POSTV

„2024-25 წლებში, ფაქტობრივად, ერთი წლის ფარგლებში იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორი მცდელობა. ეს იყო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტზე შტურმის მცდელობა და 2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ყველას გვახსოვს მაშინ მაშხალებით თავდასხმა პოლიციელებზე. 150 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან. ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა ცალ თვალში. ამ ყველაფრის შედეგად, ჯამში 120 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში ხელისუფლების ამ ორი ძალადობრივი დამხობის მცდელობის პროცესში. აქედან 45-მა ადამიანმა დანაშაული აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა. ვინმე თუ ატყუებს მათ, ვინც ჯერ კიდევ პატიმრობაშია, ან სხვა აქტივისტებს, არ ვიცი, მაგრამ არავინ მათ არაძალადობრივ ხასიათზე აღარ საუბრობს უცხოეთიდან.

ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, 45-მა ადამიანმა მიმართა [შეწყალებაზე პრეზიდენტს] და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი.

ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად. ასე მიატოვეს სააკაშვილიც. 2-3 წელი ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი – ელჩი იქნებოდა თუ ევროკავშირი, პროტესტებით გამოდიოდნენ და ხედავთ, რა დღეშიცაა დღეს.

ყველას მოვუწოდებ, ენდონ საქართველოს სახელმწიფოს. ერთადერთი, მათზე მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა ბრიუსელი ან რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით, რომ მაგრად დამდგარიყვნენ და არ ეღიარებინა, მაგალითად, მზია ამაღლობელს ის, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, რომ იძალადა პოლიციელზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობორამდენიმე მცდელობა იყო ხელისუფლების ძალადობით დამხობის. დაახლოებით 120 ადამიანია მიცემული პასუხისმგებლობაში, აქედან 45-მა ადამიანმა აღიარა დანაშაული, საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზრა, კიდევ არის მიმართვები, რამდენადაც ვიცი - შალვა პაპუაშვილი
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – აქციებისას დაკავებულებსა და აქტივისტებს მინდა ვუთხრა, უცხოეთიდან არავინ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე, ყველა აღიარებს, რომ აქციები იყო ძალადობრივი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან, ერთი რამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციებს, წარმომადგენლებს. ერთადერთი, ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები