ნინო წილოსანი USAID-ზე: ამ სამარცხვინო, ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ USAID დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა, რათა ხალხის ნება ჩაეხშო, არჩევნები გაეყალბებინა და გადატრიალებები მოეწყო. მმართველი გუნდის თქმით, გასაჯაროებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ სააგენტო საქართველოში ცენზურასა და ენჯეოებს აფინანსებდა.
USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებზე, ხელისუფლებაში შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება წლების განმავლობაში ამბობდა.
"სქემა აფინანსებდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს და, მათ შორის, უზრუნველყოფდა ცენზურას იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათთვის სასურველი ინფორმაცია გასულიყო. ჩვენ ამგვარ მავნე პრაქტიკაზე, ამ სამარცხვინო, ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული, თუმცა ალბათ წარმოუდგენლად დიდი საქმე გააკეთა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა, აფინანსებდა ისეთ პროცესებს, რომელსაც უნდა ჩაეხშო ხალხის ნება, უნდა გაეყალბებინა არჩევნები და უნდა მოეწყო სახელმწიფო გადატრიალებები", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
248 ფაილი, 2 000-ზე მეტი გვერდი და პროპაგანდისტული ქსელის მამხილებელი დოკუმენტები - რას აფინანსებდა რეალურად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში.
დოკუმენტების მიხედვით, 26 მილიონი დოლარი USAID-მა საქართველოში "ენჯეოების" ქსელზე მხოლოდ იმისთვის დახარჯა, რომ მათთვის მომგებიანი გზავნილები გაევრცელებინათ, ასევე რომ სოციალური სივრციდან გაექროთ არასასურველი ინფორმაციები, მიეყენებინათ დარტყმა არჩეული ხელისუფლებისთვის და მოეწყოთ რევოლუციები.
სკანდალური მასალები შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ედუარდ კორი-სტაინმა გამოაქვეყნა და ილონ მასკმა გააზიარა. დოკუმენტები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოშიც.
გასაჯაროებულ დოკუმენტებში სრულად არის ჩაშლილი ამომრჩეველზე მუშაობის ტაქტიკა. როგორ ამკვიდრებდნენ აზრს, რომ ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და რუსეთისკენ მივდივართ, რომ "გამჭვირვალობის კანონი" რუსულია. ჩანაწერებში იმასაც აღიარებენ, რომ მსხვილ ენჯეოებს საქართველოში ავტორიტეტი არა აქვთ და ამიტომ პარალელურად უნდა დაფინანსდნენ: კულტურის წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები, რეჟისორები, ბლოგერები - სწორედ მათ უნდა შეექმნათ ემოციური ფონი, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდადაა. დონაციის ადრესატების ნაწილი დანიშნული იყო სოციალური ქსელების ცენზორად, ფინანსები კი მხოლოდ პოლიტიკურად მიკერძოებულ ჯგუფებზე ნაწილდებოდა. USAID-ის ფაილებში ვკითხულობთ რომ 13 ქართული ენჯეოს ქსელს ბრიტანული კომერციული კომპანია "ზინკ ნეტვორკი" ხელმძღვანელობდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება წლების განმავლობაში ამბობდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიანინო წილოსანი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა ერთი მხრივ ლამაზად დავარცხნილი მესიჯებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვის
ნინო წილოსანი: გვიხარია, რომ ამ ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი საქმე გააკეთა, ვინაიდან უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…