პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას, ამისთვის საჭიროა ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა" - ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელი შეხვდა

კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამას სთავაზობს, რისთვისაც მეპატრონეების 100%-იანი თანხმობაა საჭირო.

"ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას, ამისთვის საჭიროა ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა" - ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელი შეხვდა
რუსთავი 2

კრწანისის რაიონის გამგებელი, ლაშა ცაგურია ქვემო ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში მდებარე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გამგებელმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა კორპუსის ჩანაცვლების პროგრამის შესახებ და მათთან სამომავლო გეგმები განიხილა.

ამ ეტაპზე კორპუსის აქტიური გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, კორპუსის მაცხოვრებლების მხარდაჭერის შედეგად მოხდება ჩანაცვლების პროგრამა:

"ჩვენ ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას. ჩანაცვლების პროგრამა რომ განხორციელდეს, აუცილებელია ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა. 100%-იან მხარდაჭერას თუ წარმოადგენენ აქ მაცხოვრებელი მოქალაქეები, ვუშუამდგომლებთ და დავიწყებთ პროცესს", - აცხადებს ლაშა ცაგურია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"დავასრულეთ უსაფრთხოების ღობის მოწყობა, მოქალაქეები მოთხოვნის საფუძველზე აუცილებლად შევლენ და გამოიტანენ თავიანთ ნივთებს" - კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები