ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია შეხვდა
ქვემო ფონიჭალაში აფეთქებით დაზიანებული ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია შეხვდა და ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა გამონაკლისის სახით შესთავაზა.

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია შეხვდა. გამგებელმა აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსს ავარიულობის პირველი ხარისხი აქვს და ჩანაცვლებას არ ექვემდებარება, მერია გამონაკლისს დაუშვებს. იმისთვის რომ კორპუსი ჩანაცვლების პროგრამაში ჩაერთოს, მესაკუთრეების 100 პროცენტის თანხმობაა საჭირო.
„ჩანაცვლების პროგრამას გამონაკლისის სახით ვთავაზობთ. რაც შეეხება მეხუთე-მეექვსე სადარბაზოს, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები“, - აღნიშნა ლაშა ცაგურიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…