კრწანისის რაიონის გამგებელი: სადარბაზოს გაუკეთდა დროებითი შემაგრება და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომ სამუშაოები გავაგრძელოთ
ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის სადარბაზო დროებით გამაგრდა, კრწანისის გამგებლის, ლაშა ცაგურიას თქმით, სამუშაოების გასაგრძელებლად ექსპერტიზის დასკვნას ელიან. ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.

ფონიჭალაში, აფეთქებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე კვლავ შეზღუდულია. ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
კრწანისის რაიონის გამგებლის განცხადებით, სადარბაზო ნგრევის პრევენციის მიზნით დროებით გამაგრდა, ხოლო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის შემდეგ, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები გაგრძელდება.
„მეხუთე დღეა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილას. 24-საათიანი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, რომელიც სასტუმროშია გადაყვანილი. სადარბაზოს გაუკეთდა დროებითი შემაგრება და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომ შემდეგი სამუშაოები გავაგრძელოთ“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლაშა ცაგურიამ.
უბედური შემთხვევის ადგილას, საზოგადოება გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებს. ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ნინო ჭელიძესა და მის 7 წლის შვილს ხვალ (სამშაბათს) დაკრძალავენ, ხოლო ჯაბა საყევარაშვილს კი - ხუთშაბათს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…