“არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ” – “ბეშიქთაში” განცხადებას ავრცელებს
საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ აცხადებს, რომ ბათუმში გამართული მატჩისას უსაფრთხოების ძალებმა მათი გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და საკითხზე უეფა-სა და გენერალურ საკონსულოში პროცედურები უკვე დაიწყო.

საფეხბურთო კლუბი ბეშიქთაში განცხადებას ავრცელებს და წერს:
“მკაცრად ვგმობთ უსაფრთხოების ძალების ქმედებას, რომლებმაც არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ უეფა-ს ევროპა ლიგაზე, საქართველოს ქალაქ ბათუმში, ჩვენი მთავარი საფეხბურთო გუნდისა და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას. მომხდარი ინციდენტების შედეგად დაზარალებულ გულშემატკივრებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ჩვენი დირექტორთა საბჭოს წევრები და კლუბის ოფიციალური პირები ყურადღებით ადევნებენ თვალს პროცესს იმ მომენტიდან, რაც გულშემატკივრებმა სტადიონისკენ გადაადგილება დაიწყეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების ძალები ჩვენს გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლისას დაბრკოლებებს უქმნიდნენ, დაუყოვნებლივ დავუკავშირდით უეფა-ს დელეგატს, რის შედეგადაც გაიხსნა სტადიონის საევაკუაციო კარები და უზრუნველყოფილ იქნა გულშემატკივრების სწრაფი და უსაფრთხო შესვლა ტრიბუნებზე.
ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შესაბამისი პროცედურები ბათუმში ჩვენს გენერალურ საკონსულოსა და უეფა-ში. აღვნიშნავთ, რომ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ, ვიდრე თითოეული ჩვენი გულშემატკივარი სამშობლოში მშვიდობითა და უვნებლად არ დაბრუნდება.
მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი პრეზიდენტის, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, რომელიც ესაუბრა ჩვენი კლუბის პრეზიდენტს, სერდალ ადალის, აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და გამხნევებისა და მხარდაჭერის სიტყვები გადასცა ჩვენს საზოგადოებასა და გულშემატკივრებს;
ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს პატივსაცემ კლუბებს, რომლებმაც საქართველოში მომხდარი სამწუხარო ინციდენტების გამო სოლიდარობის მაგალითი აჩვენეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩვენს კლუბსა და გულშემატკივრებს”
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია- "მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
„ბეშიქთაშის“ ფანებს მხარდაჭერას უცხადებს “გალათასარაი”
„ბეშიქთაში” - მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…