პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„ბეშიქთაშის“ ფანებს მხარდაჭერას უცხადებს “გალათასარაი”

საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“ ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანების მიმართ სამართალდამცველების „არაპროპორციულ ჩარევას“ გმობს, მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულებს და უეფას „ორმაგ სტანდარტებში“ ადანაშაულებს.

„ბეშიქთაშის“ ფანებს მხარდაჭერას უცხადებს “გალათასარაი”
ნეტგაზეთი

თურქული საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება საქართველოში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ სამართალდამცველების ქმედებებსა და აკრიტიკებს უეფას პოლიტიკას თურქული კლუბების მიმართ.

სტამბოლური კლუბი მკაცრად გმობს საქართველოს უსაფრთხოების ძალების მხრიდან „ბეშიქთაშის“ ქომაგების მიმართ „არაპროპორციულ ჩარევას“ და სოლიდარობას უცხადებს როგორც კლუბს, ისე ინციდენტის შედეგად დაშავებულ გულშემატკივრებს.

ამასთან, „გალათასარაი“ უეფას მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს თურქული გუნდების მიმართ „ორმაგი სტანდარტებით“ მოქმედება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბისთვის მიუღებელია საერთაშორისო მატჩებზე თურქული გუნდებისთვის საკუთარ მოედანსა და გულშემატკივრების წინაშე თამაშის უფლების ჩამორთმევა.

“ჩვენთვის მიუღებელია თურქული გუნდებისთვის საერთაშორისო მატჩებში საკუთარ მოედანსა და გულშემატკივრების წინაშე თამაშის უფლების ჩამორთმევა.

უეფამ დაუყოვნებლივ უნდა თქვას უარი ჩვენი კლუბების მიმართ თანასწორობის პრინციპისგან შორს მდგომ, ორმაგი სტანდარტების შემცველ პრაქტიკაზე!

ასევე, მკაცრად ვგმობთ დღეს საღამოს საქართველოში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ უსაფრთხოების ძალების არაპროპორციულ ჩარევას.

როგორც „გალათასარაის“ სპორტული კლუბი, ვაცხადებთ, რომ ვდგავართ „ბეშიქთაშის“ საზოგადოებისა და მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული გულშემატკივრების გვერდით, ხოლო დაშავებულ ქომაგებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია “გალათასარაის” განცხადებაში.

ბათუმში შეწყდა თურქული „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ შეხვედრა, რომელიც ბათუმი არენაზე იმართებოდა. სტადიონზე არეულობაა. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივარს შორის. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. „ბათუმელების“ რეპორტიორების ცნობით, დაკავებულია რამდენიმე გულშემატკივარი. სტადიონისკენ დაიძრა სპეცრაზმიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. სპორტალინეიტრალური"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
  2. ალიაოპოზიციური“არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ” – “ბეშიქთაში” განცხადებას ავრცელებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალური„ბეშიქთაში” - მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ბათუმში დაძაბულობააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები