პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრნენ

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ესაუბრნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრნენ
ინტერპრესნიუსი

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu Agency დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, „თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ბათუმში ქართველი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ „ბეშიქთაშის” გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ვითარებას“.

წყაროების ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებიან და "ყველა ზომას იღებენ თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი უფლებების დასაცავად".

ასევე, თურქული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორის. თურქული მედია ასევე ავრცელებს აღნიშნული საუბრის ვიდეოჩანაწერის ნაწილს.

ცნობისთვის, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ შევას” შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში გაიმართა. როგორც უეფა-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
  3. TV პირველიოპოზიციურიAnadolu: თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურითურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა (ვიდეო)
  5. პირველი არხისამთავრობოთურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა
  6. ფორმულაოპოზიციურითურქეთი „ოცნებას” ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების გათავისუფლებას ითხოვს
  7. ალიაოპოზიციურითურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრნენ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქული მედია: თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები