მაკრონი: ჩვენ უკრაინას ვეხმარებით პასუხისმგებლობის გრძნობის გამო და იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია
ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზი უკრაინას საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად ეხმარება, რადგან იქ მთელი კონტინენტის ბედი წყდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზი უკრაინას პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე და საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად ეხმარება.
„ჩვენ უკრაინას ვეხმარებით პასუხისმგებლობის გრძნობის გამო და იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია. მე აქ საფრანგეთის ინტერესების დასაცავად ვარ. ეს საფრანგეთის ინტერესებში შედის“, - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპა ერთიანად დგას უკრაინის გვერდით, რადგან ევროპელებს კარგად ესმით, რომ სასწორზე მთელი კონტინენტის უსაფრთხოება დევს.
„როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინაში სასწორზე ფრანგი ხალხის, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება დევს. არავითარი გულუბრყვილობა, არავითარი უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…