პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაკრონი ლე პენზე: ქედმაღლობაა, იფიქრო, რომ საფრანგეთის ბედი უკვე შენს ხელშია, რადგან, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ის არჩეული არ არის - 2027 წლის 13 მაისამდე პრეზიდენტი მე ვიქნები

ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენის განცხადებებს ქედმაღლობა უწოდა და ხაზგასმით განაცხადა, რომ 2027 წლის 13 მაისამდე საფრანგეთის პრეზიდენტი თავად იქნება.

მაკრონი ლე პენზე: ქედმაღლობაა, იფიქრო, რომ საფრანგეთის ბედი უკვე შენს ხელშია, რადგან, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ის არჩეული არ არის - 2027 წლის 13 მაისამდე პრეზიდენტი მე ვიქნები
იმედინიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, თუმცა ქვეყნის ბედს ჯერჯერობით თავად განაგებს.

„ქალბატონი ლე პენი საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ისევე როგორც სხვა კანდიდატები. ის აწარმოებს კამპანიას და ეს თავისებური ქედმაღლობაა, იფიქრო, რომ საფრანგეთის ბედი უკვე შენს ხელშია, რადგან, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ის არჩეული არ არის“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის მაისამდე გრძელდება და უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვამდე განაგრძობს.

„თქვენი მონა-მორჩილი არჩეულია 2027 წლის 13 მაისამდე. ასე რომ, 2027 წლის 13 მაისამდე პრეზიდენტი მე ვიქნები“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები