პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი: ვინც ცდილობს უკრაინის რესურსების შეზღუდვას, საბოლოო ჯამში, სურს აიძულოს ის წავიდეს უსამართლო მშვიდობაზე. ეს არის რეცეპტი შემდეგი ომისთვის

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის რესურსების შეზღუდვა და უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევა მთელ ევროპას დაუცველს ხდის და ეს ახალი ომის რეცეპტია.

ემანუელ მაკრონი: ვინც ცდილობს უკრაინის რესურსების შეზღუდვას, საბოლოო ჯამში, სურს აიძულოს ის წავიდეს უსამართლო მშვიდობაზე. ეს არის რეცეპტი შემდეგი ომისთვის
იმედინიუსი

ემანუელ მაკრონის განაცხადებით, რომ ისინი, ვინც ცდილობენ შეზღუდონ უკრაინისთვის დახმარება და თავს მოახვიონ მას უსამართლო მშვიდობა, დაუცველს ხდიან მთელ ევროპას, რადგან ეს ახალი ომისკენ გზაა. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ გვეხება ჩვენ. საუბარია ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაზე. როდესაც უკრაინას თავის დაცვაში ვეხმარებით, ჩვენ ვიცავთ საფრანგეთსა და ფრანგებს. თუ რუსეთი თავისი სისასტიკით თავს მოახვევს თავის ნებას ევროპულ ქვეყანას, მაშინ მთელი ევროპა დასუსტდება. გულახდილები ვიყოთ: ვინც ცდილობს უკრაინის რესურსების შეზღუდვას, საბოლოო ჯამში, სურს აიძულოს ის წავიდეს უსამართლო მშვიდობაზე, დატოვოს ის მუდმივი დაუცველობის მდგომარეობაში, რაც ევროპის დაუცველობასაც ნიშნავს. ეს არის დამარცხების სული. ეს არის რეცეპტი შემდეგი ომისთვის. ეს არ შეიძლება იყოს საფრანგეთის პოზიცია.

უკრაინა, რომელიც ფლობს ყველაზე ძლიერ ტრადიციული შეიარაღებული ძალების არმიას ევროპაში, საკვანძო როლს თამაშობს NATO-ში - ორგანიზაციაში, სადაც ის სრულად იმსახურებს ადგილს“, - წერს მაკრონი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოემანუელ მაკრონი: “უკრაინისთვის უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევა ახალი ომის წინაპირობას შექმნის, ევროპამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს”
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკრონმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში და აღნიშნა, რომ „ამერიკული მხარდაჭერა აღარ არსებობს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები