მაკრონი: თუ მარინ ლე პენი უკრაინისთვის დახმარების სრულად შეწყვეტას გადაწყვეტს, ის ევროპაში ჩვენს იზოლაციას გამოიწვევს
ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ მარინ ლე პენი უკრაინის დახმარებას სრულად შეწყვეტს, ეს საფრანგეთის ევროპაში იზოლაციას გამოიწვევს. მან ლე პენი და ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სასარგებლო პოლიტიკაში დაადანაშაულა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ის საფრანგეთს იზოლაციაში მოაქცევს.
„თუ მარინ ლე პენი უკრაინისთვის დახმარების სრულად შეწყვეტას გადაწყვეტს, ევროპაში ჩვენს იზოლაციას გამოიწვევს. ის საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებს“, - აღნიშნა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა ლე პენი იტალიის პრემიერ მატეო სალვინის შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე მზადაა უკრაინას უღალატონ. მაკრონმა უკრაინის მიტოვებასა და რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა ტრამპის ადმინისტრაციაც და განცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მხარეს ყოფნა აირჩია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…