პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამოკითხვა: მაკრონის საქმიანობას დადებითად ფრანგების მხოლოდ 14% აფასებს

Ipsos-BVA-ს გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საქმიანობის მოწონების დონე 14%-მდე შემცირდა, ხოლო მოქალაქეთა 83% მის მუშაობას უარყოფითად აფასებს.

გამოკითხვა: მაკრონის საქმიანობას დადებითად ფრანგების მხოლოდ 14% აფასებს
იმედინიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საქმიანობის მოწონების დონე 14%-მდე შემცირდა. ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-BVA-ს გამოკითხვის შედეგები მოწმობს. წინა გამოკითხვასთან შედარებით, მაკრონის რეიტინგი კიდევ ერთი პროცენტული პუნქტით დაეცა. აღნიშნულია, რომ ფრანგების 83% მის მუშაობას უარყოფითად აფასებს.

Ipsos-BVA-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ბრიუს ტენტურიეს თქმით, პრეზიდენტის არაპოპულარობის დონემ იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც მანამდე ფრანსუა ოლანდის შემთხვევაში დასტურდებოდა.

უარყოფითად აფასებენ პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს მუშაობასაც: გამოკითხულთა მხოლოდ 19% იწონებს მის საქმიანობას მაშინ, როცა 72% უკმაყოფილებას გამოთქვამს. ერთი თვის განმავლობაში მისი მხარდაჭერის რეიტინგი სამი პუნქტით შემცირდა.

მთავრობის წევრებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებები იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა (40%) და შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა (24%) მიიღეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომაკრონის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა - გამოკითხვა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკრონის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა - გამოკითხვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები