გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მდინარეების კალაპოტებიდან 130 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.
სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარეების კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს დიდი ოდენობით - ჯამში დაახლოებით 130 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
თიანეთში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს და მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…