გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგი-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, მისაქციელი, ფრეზეთი, ახალდაბა, ერედა, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.