გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მხოლოდ და მხოლოდ გულუბრყვილოს შეიძლება ეგონოს, რომ რასა იუკნევიჩიენეს ან მარტა კოსს აინტერესებს, პაატა ბურჭულაძე ციხეში იქნება თუ გარეთ
გიორგი ვოლსკის განცხადებით, მხოლოდ გულუბრყვილოს შეიძლება ეგონოს, რომ ევროპარლამენტარებს პაატა ბურჭულაძის ბედი აინტერესებთ და დასავლელ პარტნიორებს ქვეყანაში რევოლუციის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს.

მხოლოდ და მხოლოდ გულუბრყვილოს შეიძლება ეგონოს, რომ რასა იუკნევიჩიენეს ან მარტა კოსს აინტერესებს, პაატა ბურჭულაძე ციხეში იქნება თუ გარეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თუკი ვინმეს კონსტრუქციული დიალოგი სურს, ამისთვის უნდა დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და თითის ქნევით არ ელაპარაკოს კონკრეტულ ქვეყანას, რომ მას რაღაც არ მოსწონს.
„აი, ვთქვათ, ვიღაც ამბობს: იცით რა, ჩვენ ასეთი კურსი გვაქვს. კანონს დაარღვევ - დაგიჭერენ ამერიკაშიც და საქართველოშიც და ნებისმიერ ქვეყანაში. ვერავინ დაგვისახელა, რომ დარღვევის გარეშე ვინმეს რამე პასუხი მოეთხოვა. თუკი მიმაჩნია, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ უნდა არსებობდეს, ლგბტ პროპაგანდა არ უნდა იყოს, რა გინდა, რატომ მედავები?! რატომ გადამეკიდე მტრად ამის გულისთვის?! მითხარი, რომ მოდი, ამ თემაზე ვილაპარაკოთ. მტრად რატომ გადამეკიდე?! რატომ დაიძაბე?! რატომ შემოდიხარ ფულით და ამ რესურსით, რომ როგორმე აქ რევოლუცია მოახდინო?!“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…