რასა იუკნევიჩიენე: პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, 71 წლის პაატა ბურჭულაძეს შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა, და მოითხოვა სანქციების დაწესება მათთვის, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს.

პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ.
„ის მარტო არ არის. გასულ კვირას ქართველი პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხეში არსებულ საშინელ პირობებზე გვიამბეს. დღეს შევხვდი ნინი მანჯგალაძეს, რომლის მამასაც ბურჭულაძესთან ერთად გამოუტანეს განაჩენი. ნინი დღეს საღამოს აქ, ჩვენთან ერთადაა, დარბაზში. მან გვითხრა, რომ მამამისი 16-კვადრატული მეტრის საკანს ხუთ სხვა პატიმართან ერთად იყოფს. ციხიდან მან ჩვენთვის გზავნილი გამოაგზავნა: „ევროპა საქართველოს სახლია“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა მხარდაჭერისთვის. ბევრი სხვა პატიმარი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლობამაც შესაძლოა მთელ მათ ცხოვრებას დაღი დაასვას და სწავლა თუ სამსახურის პოვნა გაურთულოს. მათ უნდა დავეხმაროთ. ამ შაბათს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღე აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. მოდით, ვიყოთ ისეთივე შეუპოვრები, როგორებიც ისინი არიან და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძის თანაორგანიზატორებმა დანაშაული უკვე აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპატიმრო დაწესებულებაც დატოვეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიარასა იუკნევიჩიენე – პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა, მას შვიდი წელი მიესაჯა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის
რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…