რასა იუკნევიჩიენე – პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა, მას შვიდი წელი მიესაჯა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, 71 წლის პაატა ბურჭულაძეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის მიესაჯა. მან ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს.

პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა. დღეს ის 71 წლისაა და ციხეში იმყოფება. მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
რასა იუკნევიჩიენეს თქმით, „პაატა ბურჭულაძე მარტო არ არის“.
„გასულ კვირას საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხეებში არსებული მძიმე პირობების შესახებ გვიამბეს. დღეს შევხვდი ნინი მანჯგალაძეს, რომლის მამასაც, ბურჭულაძესთან ერთად, მიუსაჯეს პატიმრობა. ნინი დღეს საღამოს აქ, ჩვენთან ერთად იმყოფება. მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატული მეტრის საკანში კიდევ ხუთ პატიმართან ერთად იმყოფება. მან ციხიდან გზავნილი გამოგვიგზავნა: „ევროპა საქართველოს სახლია“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მხარდაჭერისთვის.
სხვა პატიმრებს შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომელთა ნასამართლობამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე, გაურთულოს განათლების მიღება და სამსახურის პოვნა. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. ამ შაბათს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლის დასაცავად. მოდი, ჩვენც ისეთივე შეუპოვრები ვიყოთ, როგორებიც ისინი არიან და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიარასა იუკნევიჩიენე: პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი უდიდესი ხმაა - დღეს ის 71 წლისაა და ციხეში ზის, შვიდი წელი აქვს მისჯილი იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა
რასა იუკნევიჩიენე - შაბათს 2 წელი გახდება, რაც ქართველები გამოდიან პროტესტზე ევროპული მომავლისთვის - მოდით, ჩვენც ასეთივე ჯიუტები ვიყოთ და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წართმევაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…