მათე ხვედელიძე: ორი ვარიანტია: ვიღაცას უნდოდა, რომ ბათუმში ეს ამბები მომხდარიყო, "თურქული საფრთხე" გააქტიურებულიყო და ამით რუსულ პროპაგანდას ეხეირა...
მათე ხვედელიძე: იმდენად არაპროფესიონალები მართავენ ქართულ უსაფრთხოების სამსახურებს, რომ წინასწარ ვერ გათვალეს და ვერ დაინახეს ეს რისკები, რაც ბეშიქთაშის თამაშის ბათუმში ჩატარებას მოჰყვებოდა.

იურისტი, პროფესორი მათე ხვედელიძე:
სულ ორი ვარიანტია:
1. ვიღაცას უნდოდა, რომ ბათუმში ეს ამბები მომხდარიყო, "თურქული საფრთხე" გააქტიურებულიყო და ამით რუსულ პროპაგანდას ეხეირა. ამიტომაც ჩანიშნეს ბათუმში ეს შეხვდრა.
2. იმდენად არაპროფესიონალები მართავენ ქართულ უსაფრთხოების სამსახურებს, რომ წინასწარ ვერ გათვალეს და ვერ დაინახეს ეს რისკები, რაც ბეშიქთაშის თამაშის ბათუმში ჩატარებას მოჰყვებოდა და ჩანიშნეს ეს შეხვედრა.
აქედან რომელი უფრო ცუდი ვარიანტია, თქვენ თავად გადაწყვიტეთ
ცნობისათვის, ხუთშაბათ საღამოს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.
დაშავებულია სულ მცირე ერთი გულშემატკივარი. პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…