[VIDEOS] ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
ბათუმში უეფას ევროპალიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელს“ შორის 25-ე წუთზე შეწყდა, რადგან თურქი გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს და რამდენიმე ქომაგი დააკავეს.
უეფას ევროპალიგის მე-5 ტურში "ბეშიქთაში" ბეერ-შევას "ჰაპოელს" ქალაქ ბათუმში უპირისპირდებოდა, თუმცა ტრიბუნებზე და მოედანს მიღმა სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 25-ე წუთზე მატჩი შეწყდა.
თურქული კლუბის გულშემატკივრები ქართველ სამართალდამცველებს როგორც ტრიბუნებზე, ასევე მოედნის გარეთ დაუპირისპირდნენ. თურქული მედიის, 23 Derece-ს ცნობით, პოლიციამ თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა და რამდენიმე ქომაგი დააკავეს.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრის ნეიტრალურ სტადიონზე, ბათუმში გადმოტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელურ კლუბს "ბეშიქთაშის" საშინაო მოედანზე, თურქეთში თამაშის უფლება არ მისცეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიაბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა
ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ვითარება ბათუმში
ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ბათუმში დაძაბულობაა
ბათუმში, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობის დროს რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა
- [VIDEO] "ბათუმი არენაზე" "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს
ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში, მატჩის დროს დაპირისპირებისას, პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…