პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს

ქართული ოცნება

მედიაში USAID-ის 1.1 გიგაბაიტის მოცულობის საიდუმლო არქივი გასაჯაროვდა, რომელიც, სტატიის თანახმად, სუვერენულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებსა და ციფრული სივრცის მართვას ასახავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უწყება რადიკალური დღის წესრიგის იარაღი იყო.

ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს
რუსთავი 2

USAID-ის გასაჯაროებული 1.1 გიგაბაიტის მოცულობის საიდუმლო არქივი - შიდა მემორანდუმები, დახურული მიმოწერა და თანამშრომლების ჩატები - დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არა ქველმოქმედების, არამედ სუვერენულ სახელმწიფოებში ხელისუფლებების დამხობისა და ფერადი რევოლუციების ორგანიზების მთავარი ინსტრუმენტი იყო. ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა დღეს საერთაშორისო მედიამ გაასაჯაროვა.

გასაჯაროებულ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ციფრული სივრცის მართვის მექანიზმებს. სააგენტო მსხვილ ტექნოლოგიურ კორპორაციებთან - Meta-სთან, Google-თან, YouTube-სა და Microsoft-თან - დახურულ კომუნიკაციას აწარმოებდა. ირკვევა, რომ სოციალურ პლატფორმებზე არასაჯარო არხებით იბლოკებოდა ცალკეული პოლიტიკური შინაარსის მქონე ანგარიშები და პუბლიკაციები, თავად უწყება კი უშუალოდ მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფოს საინფორმაციო დღის წესრიგის ფორმირებასა და საარჩევნო პროცესებში.

დაფინანსებული ორგანიზაციები კონკრეტული მეთოდებით მუშაობდნენ: იძიებდნენ მასალებს, ქმნიდნენ საპროტესტო ფონს, ეჭვქვეშ აყენებდნენ კენჭისყრის შედეგებს, მართავდნენ ქუჩის აქციებს, იურიდიული რგოლი კი მათ სამართლებრივად აზღვევდა. ფაილებს თან ახლავს ვიდეომტკიცებულებებიც, სადაც USAID-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების მაღალჩინოსნები სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეებს არჩევნებით მანიპულირების, სადეზინფორმაციო კამპანიებისა და ხელისუფლებების დამხობის პირდაპირ ინსტრუქტაჟს უტარებდნენ.

გვატემალა - ქვეყნის ხელისუფლების ცვლილების პროცესში ჩარევა; მოლდოვა - არჩევნების წინ მედია გარემოს კონტროლი; უკრაინა - საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მცდელობები; ალბანეთი - სასურველი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. გასაჯაროებული ფაილებიდან ირკვევა, რომ ეს იმ აქტივობების ნაწილია, რომლებსაც ორგანიზაცია 2020 წლიდან ახორციელებდა. ამ ფონზე დემოკრატი სენატორები გასაჯაროებული დოკუმენტების წაშლას ითხოვენ, სკანდალის მთავარი ფიგურანტი, სამანტა პაუერი კი, რომელიც USAID-ს ხელმძღვანელობდა, ორგანიზაციის საქმიანობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

განსხვავებულია ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ამერიკულ ღირებულებებთან შეუთავსებელი რადიკალური დღის წესრიგის იარაღი იყო. საჯაროა დონალდ ტრამპის, მარკო რუბიოს განცხადებებიც, რომლებსაც ისინი ჯერ კიდევ სააგენტოს დახურვამდე ავრცელებდნენ.

USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროება ერთადერთი ნაბიჯი არ არის, რომელიც დონალდ ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადადგა. ორგანიზაციის მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივი მექანიზმებიც ამოქმედდა. დაიწყო წინა ადმინისტრაციის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების, ჩატარებული გამოძიებებისა და გაცემული დაფინანსებების გადახედვა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოUSAID-ის ფაილები USAID-ის წინააღმდეგ - დოკუმენტები დეტალურად აღწერს, როგორ ქმნიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას, მათ შორის საქართველოში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი: ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები