როგორ ქმნიდა USAID-ი ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? სკანდალური ინფორმაცია შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა 1200-გვერდიანი შიდა ფაილები, რომლებიც USAID-ის მიერ სოციალურ ქსელებთან კოორდინაციასა და სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს 2024 წლის არჩევნების წინ კონტენტის გაკონტროლებას ამხელს.
როგორ ქმნიდა USAID-ი წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? სკანდალური ინფორმაცია შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ედუარდ კორისტაინმა გამოაქვეყნა.
USAID-ის ვებგვერდზე DOGE-ის მიერ ატვირთულია 248 შიდა ფაილი, ჯამში, 1200 გვერდი, რომლებიც ამხელს სააგენტოს ფარულ თანამშრომლობას Google-თან, YouTube-თან და Meta-სთან - სოციალურ ქსელებში საინფორმაციო ნაკადების გასაკონტროლებლად.
გამოქვეყნებულ ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს, სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან მათ შორის Meta-სთან კოორდინაციის დეტალები.
ეს არის 1,1 გიგაბაიტის მოცულობის არქივი სახელწოდებით "უესეიდის ფაილები", რომელიც USAID-ის წინააღმდეგ მტკიცებულებაა. გასაჯაროებულ მასალებში გაწერილია სპეციალური ინსტრუქციები და თეზისები - როგორ უნდა წაიშალოს და "დეზინფორმაციად" შეფასდეს მათთვის არასასურველი ცნობები.
ელექტრონული წერილებში USAID-ის თანამშრომლები Facebook-ის წარმომადგენლებს სთხოვენ კონკრეტული კონტენტისა და "საფრთხის შემცველი" დისკუსიების წაშლას.
ხდებოდა ალგორითმების შეზღუდვა. ეს დღეს ილონ მასკმაც გადააზიარა რომელმაც დიდი ხნის წინ განაცხადა რომ წლების განმავლობაში ხდებოდა არასასურველი მთავრობების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღების აგორება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…