პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება

თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გარდაბნის კულტურის ცენტრში გაიმართება.

თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება
რუსთავი 2

თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა დღეს გაიმართება.

განხილვა ქალაქ გარდაბნის კულტურის ცენტრში, 13 საათზე შედგება. განაშენიანების გეგმას Eagle Hills Georgia სივრცითი და ქალაქთ-მშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს.

საჯარო განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ტერიტორიის განვითარების ხედვა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები.

საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის დოკუმენტაციის გაცნობა, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა.

Eagle Hills Georgia-ის საქართველოს გენერალური მენეჯერის, თორნიკე ზირაქიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს.

"კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, ჩვენი განაშენიანების გეგმა საჯარო განხილვების ეტაპზე იმყოფება. ხსენებულის ფარგლებში დღეს, გარდაბანში გაიმართება საჯარო განხილვა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წარვადგენთ ჩვენ პროექტს და დაინტერესებული მხარეებისგან მოვუსმენთ მათ მოსაზრებებს, რეკომენდაციებს და კომენტარებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ღია, საჯარო და რა თქმა უნდა, გამჭვირვალე", - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობო„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციაზე საჯარო განხილვები იწყება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციაზე საჯარო განხილვები იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები