„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციაზე საჯარო განხილვები იწყება
თბილისისა და გარდაბნის ტერიტორიის ნაწილზე „იგლ ჰილსის“ განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გარდაბნის კულტურის ცენტრში გაიმართება.

„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციაზე საჯარო განხილვები იწყება. ქალაქ გარდაბნის კულტურის ცენტრში, დღეს 13:00 საათზე თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება.
განაშენიანების გეგმას შპს „იგლ ჰილს საქართველო“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს. საჯარო განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ტერიტორიის განვითარების ხედვა, დაგეგმილი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები.
საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის დოკუმენტაციის გაცნობა, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…