პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულების ცხედრები გაცვალეს

26 ნოემბერს უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები ფორმულით „250 - 22-ზე“ გაცვალეს. უკრაინულმა მხარემ 250 ცხედარი მიიღო, რუსეთმა კი — 22.

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულების ცხედრები გაცვალეს
რადიო თავისუფლება

26 ნოემბერს უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს.

ეს გამოცემა RBC-ს აცნობა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, შამსაილა სარალიევამ. ამ ჯერზე, მისი თქმით, გაცვლა ჩატარდა ფორმულით "250 - 22-ზე", ანუ უკრაინის მხარემ მიიღო 250 ცხედარი, რუსეთმა - 22.

უკრაინის სახელმწიფო პროექტი "მსურს ვიპოვო" იუწყება, რომ 26 ნოემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით "22 რუსი სამხედროს ცხედრები და ნაწილები რეპატრიაციის ფარგლებში რუსეთს გადაეცა". პროექტის მონაცემებით, რუსეთისთვის გადაცემული ცხედრების ნახევარი აღმოჩენილია დონეცკის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებთან, რომლებზეც კონტროლი ახლახან დაიბრუნა უკრაინამ, კონტრშეტევის შედეგად.

უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბი ადასტურებს უკრაინისთვის 250 ცხედრის გადაცემას. დაგეგმილია გვამების ამოცნობა.

გაცვლის წინა ოპერაცია განხორციელდა 22 ოქტომბერს - მაშინ უკრაინას დაუბრუნდა 252 ცხედარი, რუსეთს - 25. პროცედურა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარდა.

ამგვარი გაცვლა რეგულარულად ტარდება გასული წლის ზაფხულიდან - როცა სტამბოლის შეთანხმებები გაფორმდა.

ახლახან აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ტყვეთა დიდი რაოდენობის გაცვლაზეც - თუმცა ამ ოპერაციის თარიღი დაკონკრეტებული არ არის. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 26 ნოემბერს თქვა, რომ ამჟამად დასრულების პროცესშია სიებზე მუშაობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიუკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები