უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები ფორმულით „250 - 22-ზე“ გაცვალეს, რის შედეგადაც უკრაინამ 250, ხოლო რუსეთმა 22 ცხედარი მიიღო.

26 ნოემბერს უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. პროცესი ფორმულით „250 - 22-ზე“ შედგა, რის შედეგადაც უკრაინულმა მხარემ 250 ცხედარი მიიღო, რუსულმა კი 22.
გაცვლის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, შამსაილ სარალიევმა გაავრცელა.
თავის მხრივ, უკრაინის სახელმწიფო პროექტი „მსურს ვიპოვო“ იუწყება, რომ 26 ნოემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, რეპატრიაციის ფარგლებში რუსეთს 22 რუსი სამხედროს ცხედარი და ნეშტი გადაეცა. პროექტის მონაცემებით, გადაცემული ცხედრების ნახევარი დონეცკის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებთან არის აღმოჩენილი, რომლებზეც უკრაინამ კონტროლი ახლახან, კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა.
250 ცხედრის გადაცემის ფაქტს ადასტურებს უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბიც. უწყების ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე ცხედრების იდენტიფიცირების პროცედურა იგეგმება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…