ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში ესაუბრნენ
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ყალბი ნარატივების გავრცელების მიზანმიმართული ნაბიჯი უწოდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ევროპარლამენტი აბსურდშია შესული.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
რა ფორმატით შეხდგა ელჩთან მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა, უცნობია.
დღეს, 26 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტს მხარი 441 დეპუატატმა დაუჭირა,47 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის ავტორები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც 71 წლის საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქეა 2026 წლის მაისში შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
რეზოლუციის მიიღებას წინ უძღვოდა 25 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაართული დებატები.
15 ევროპარლამენტარიდან 14-მა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მხოლოდ ფრანგმა დეპუტატმა ტიერი მარიანიმ დაიცვა. რამდენიმე გამომსვლელმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.
რეზოლუციის დეტალები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
„ქართული ოცნების“ გამოხმაურებები
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ „აბსურდშია შესული კონკრეტულად ევროპარლამენტი ამ შემთხვევაშიც“ - კობახიძემ ეს კომანეტარი რეზოლუციის მიღებამდე, თუმცა მასზე 25 ნოემბერს გამართული დებატების შემდეგ გააკეთა:
„რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული....ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშუალებისა, ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით, ეს ადამიანები ჩვენ გავათავისუფლეთ იმიტომ, რომ პირობას ვიცავთ... ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…