ჩეხეთის პრემიერი: კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, პირდაპირ თუ ირიბად, 520 მილიარდი ევრო მიიღო, ბატონმა ზელენსკიმ კი 90 მილიარდი ევრო მიიღო, სავარაუდოდ, 2026 და 2027 წლებისთვის - ახლა მას კიდევ 70 მილიარდი ევრო სჭირდება, ამიტომ მინდა ვიკითხო, რა არის მიზანი? ვაპირებთ, რომ ყოველწლიურად 135 მილიარდი ევრო გადავუხადოთ უკრაინას? და როდემდე? რამდენი წელი?
ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა ევროკავშირის სამიტზე უკრაინის დაფინანსება მკაცრად გააკრიტიკა და იკითხა, აპირებენ თუ არა კიევს ყოველწლიურად 135 მილიარდი ევრო გადაუხადონ.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ევროკავშირის მომავალ გრძელვადიან ბიუჯეტში უკრაინის დაფინანსების გათვალისწინება მკაცრად გააკრიტიკა და კიევისთვის გამოყოფილი მასშტაბური თანხების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
„კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, პირდაპირ თუ ირიბად, 520 მილიარდი ევრო მიიღო, ბატონმა ზელენსკიმ კი 90 მილიარდი ევრო მიიღო - სავარაუდოდ, 2026 და 2027 წლებისთვის. ახლა მას კიდევ 70 მილიარდი ევრო სჭირდება. ამიტომ მინდა ვიკითხო: რა არის მიზანი? ვაპირებთ, რომ ყოველწლიურად 135 მილიარდი ევრო გადავუხადოთ უკრაინას? და როდემდე? რამდენი წელი? ათი, ოცი, ოცდაათი? რა სტრატეგიაა ეს საერთოდ?“ - განაცხადა ბაბიშმა.
ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტში უკრაინისთვის თანხების გამოყოფის შესახებ და აღნიშნა, რომ კიევის ფინანსური დახმარების საკითხი ბლოკის საერთო ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილებოდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…