პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ქართული ოცნება

ევროპარლამენტში დღეს პაატა ბურჭულაძისა და პოლიტპატიმრების საქმეზე დებატები გაიმართება, 26 ნოემბერს კი კენჭს უყრიან რეზოლუციას ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და ხელისუფლების სხვა ლიდერების სანქცირების მოთხოვნით.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება
BM.GE

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დებატების თემაა „პაატა ბურჭულაძისა და პოლიტიკური პატიმრების საქმე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში". ევროპარლამენტი ამ საქმეში ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევაზე იმსჯელებს,

ამას გარდა, ევროპარლამენტი 26 ნოემბერს საქართველოზე მორიგ რეზოლუციასაც უყრის კენჭს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. იმ ჯერზე დოკუმენტი ეხებოდა "ქართული ოცნების" მცდელობას, ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები აკრძალოს.

ახალი რეზოლუციით ევროპარლამენტი კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძისთვის სანქციების დაწესებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
  2. TV პირველიოპოზიციურიევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გათავისუფლდნენ ბურჭულაძე და სხვა პოლიტპატიმრები - რეზოლუციის პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები