27 ნოემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ირაკლი სუთიძის პერსონალური გამოფენა „წითლების მეფე ანუ ის კენტავრი“

2026 წლის 27 ნოემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ირაკლი სუთიძის (1954-2024) პერსონალური გამოფენა „წითლების მეფე ანუ ის კენტავრი“.
გამოფენა გაგრძელდება 2027 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
ბიოგრაფია ერთადერთი ისტორიააო, უთქვამთ...
ირაკლი სუთიძის ბიოგრაფიაც ერთადერთი უნიკალური ისტორიაა, რომელიც 1954 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.
გზა და გზა, ფერ და ფერ იწერებოდა ისტორია კაცისა (თუ ცხენ-კაცისა?!), უახლესი ქართული ფერწერის ერთ-ერთ ყველაზე ნიშნურ ფიგურად რომ იქცა.
მისი არტისტული ჰაბიტუსი უმალ გამოიკვეთა და სიმბოლური კაპიტალიც მალევე დააგროვა.
სუთიძის მხატვრულ მეთოდში არსებითია მისი რიტუალური დამოკიდებულება თავად ფერწერისადმი, - მისი ყველა სურათი „შესრულებული“ და „დასრულებული“ არტეფაქტიცაა და ერთგვარი „ღია ტექსტიც“.
სუთიძის მხატვრობაში სივრცის დეფორმაცია და ფერის „გათავისუფლება“ სიმბოლისტურ სინთეტიზმსაც გულისხმობს და პოსტსიმბოლისტური დისკურსის გამძაფრებულ მგრძნობელობასაც მოასწავებს.
ფერწერული ინსტრუმენტირების უნიკალური ტექნოლოგიური კონცეფცია სუთიძის მხატვრობას სხვა ღირებულებით მასშტაბს ანიჭებს. ამ კონცეფციის სათავე კი მისი არტისტული ხედვის ჰორიზონტია; სამყარო, რომელიც მოიცავს კულტურის ტექსტების ტრანსფორმირებულ მეტარეალობას.
ის ჯეროვნად „კონვერტირებული“ ავტორია. წლების მანძილზე მონაწილეობდა უამრავ გამოფენასა და პროექტში; საქართველოსა და უცხოეთში.
ასე იწერებოდა ისტორია მხატვარ ირაკლი სუთიძისა, რომლის „კაპიტალური“ ფერწერის არტეფაქტები მთელს მსოფლიოში უამრავ ოჯახსა და კერძო კოლექციაშია გაფანტული.
ირაკლი სუთიძის ბიოგრაფია 2024 წლის 19 აპრილს დასრულდა.
ამბობენ, რომ „ბიოგრაფია ზუსტია და ავტობიოგრაფია - არა“.
ირაკლი სუთიძე კი პირიქით იყო - ყველა მისი ტილო ავტობიოგრაფიაა; ზუსტი და უტყუარი ბიოგრაფიაა „წითლების მეფისა“, რომელიც დევთა და კაცთა შორის იყო მუდამ გაბნეული; იმ კენტავრის ისტორიად იქცა, ფერწერის ალქიმიკოსობა რომ დაებედა და უმაღლესი სინჯის არტეფაქტებით დარჩა.
ახლა ახალი ბიოგრაფიის დროა! ბიოგრაფიისა, რომელსაც ის თავის “მუზეუმში” დაწერს!
On November 27, 2026, at 6:00 PM, a solo exhibition by Irakli Sutidze (1954–2024), titled “The King of Reds, or IS the Centaur”, will open at the Dimitri Shevardnadze National Gallery. The exhibition will run through January 17, 2027.
A biography is the only story, they say…
Irakli Sutidze’s biography, too, is a singular, unique story that began on 2 August 1954. Step by step, colour by colour, the story unfolded of a man (or perhaps a horse-man?!) who became one of the most emblematic figures in contemporary Georgian painting.
His artistic habitus emerged almost immediately, and he soon accumulated symbolic capital.
Central to Sutidze’s artistic method is his ritualistic relationship with painting itself: each of his works is both an “executed” and a “completed” artefact, as well as a kind of “open text”.
In Sutidze’s painting, the deformation of space and the “liberation” of colour imply both symbolist synthetism and the heightened sensibility of post-symbolist discourse.
The unique technological conception of his painterly instrumentation lends Sutidze’s work another dimension of value. At the origin of this conception lies the horizon of his artistic vision: a world encompassing the transformed
metareality of cultural texts.
IS is an artist whose work has been duly “converted” into recognition. Over the years, he participated in numerous exhibitions and projects, both in Georgia and abroad.
Thus unfolded the story of the painter Irakli Sutidze, whose “capital” painterly artefacts are scattered across countless homes and private collections throughout the world.
Irakli Sutidze’s biography came to an end on 19 April 2024.
It is said that “biography is accurate, whereas autobiography is not”.
With Irakli Sutidze, however, the opposite was true: every one of his canvases is an autobiography;
An exact and infallible biography of the “King of Reds”, forever dispersed among giants and men; the story of that
centaur, destined to become an alchemist of painting, who left behind artefacts of the highest order.
Now it is time for a new biography! A biography that IS himself will write in his own “museum”!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…