ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოსო მანჯავიძე: დასავლეთის ბიუროკრატებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განმახორციელებლად აქამდე ეგულებოდათ ტრიადა - იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი იდეოლოგიის გამტარი მედიასაშუალებები და პარტიები. აქედან გამომდინარე, თავიანთი აგენტურის ჩამოცილება პოლიტიკური ველიდან მათთვის მიუღებელია

საკონსტიტუციო სასამართლო

სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ დასავლელი ბიუროკრატების დღის წესრიგის განმახორციელებელ ტრიადას არასამთავრობოები, მედია და პარტიები წარმოადგენენ, მათი პოლიტიკური ველიდან ჩამოცილება კი დასავლეთისთვის მიუღებელია.

საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის ბიუროკრატებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ამ დღის წესრიგის განმახორციელებლად აქამდე ეგულებოდათ ტრიადა - იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი იდეოლოგიის გამტარი მედიასაშუალებები და პარტიები, - განაცხადა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, სოსო მანჯავიძე „დღის ქრონიკაში“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დიდი ინერცია, რომელიც დასავლეთის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ აქვთ აღებული მალე არ შეჩერდება, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც დგას ევროპის სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წინაშე.

მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის ბიუროკრატებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ.

„ამ დღის წესრიგის განმახორციელებლად აქამდე ეგულებოდათ ტრიადა - იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი იდეოლოგიის გამტარი მედიასაშუალებები და პარტიები. ეს სამეულია, ერთმანეთის გარეშეც ისინი ვერ არსებობენ და რომ ავიღოთ პოლიტიკური პარტიების ჯამური რეიტინგი იგი განისაზღვრება მედიაში მათი ყოფნითა და იმ გადაცემებით, რომლებიც ამ არაადეკვატურ დღის წესრიგს ქვეყანაში ამკვიდრებენ. აქედან გამომდინარე, თავიანთი პროქსები, თავიანთი მოკავშირეები, თავიანთი აგენტურა ჩამოცილებული პოლიტიკური ველიდან მათთვის მიუღებელია და შესაბამისად, ამას ახლა ფუთავენ იმით, რომ თურმე, დემოკრატია ილახება და თურმე უკუსვლაა, ეს მაშნი როცა, ეს ტრიადა რომ ხელისუფლებაში მოუშვა, მივიღებთ ისეთივე ტიპის რეჟიმს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ, პატივცემული მიხეილის დროს“, - განაცხადა მანჯავიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე: ქართველი ხალხი ძალიან დიდი ხანია ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, მათ შორის მეც, რომელსაც დაკითხვის დროს, 2012 წელს განყოფილებაში ხელი დამიმტვრიეს. ოფიცერმა, რომელმაც ხელი დამიმსხვრია, შემდეგ თავშესაფარი შვედეთში მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები