პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ავტომობილების რეექსპორტი 25%-ით შემცირდა - რომელ ქვეყნებშია კლება

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების ექსპორტი 25%-ით შემცირდა, პარალელურად კი შემოსავლების სამსახურმა რეექსპორტზე 450-ლარიანი მოსაკრებელი დააწესა.

ავტომობილების რეექსპორტი 25%-ით შემცირდა - რომელ ქვეყნებშია კლება
BM.GE

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში ავტომობილების ექსპორტი 25%-ით, 1.72 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ექსპორტში კლება თანხობრივად 566 მილიონ დოლარს შეადგენს. სულ ექსპორტირებულია 69,925 ავტომობილი (22,791-ით ნაკლები ვიდრე წინა წელს).

საქსტატის ანგარიშის თანახმად, კლება ფიქსირდება ორ უმსხვილეს ბაზარზე - ყირგიზეთში 40%-ით, ყაზახეთში კი 44%-ით. ასევე ექსპორტი აზერბაიჯანის ბაზარზე 3%-ით შემცირდა. სანაცვლოდ წელს ირანში 8580%-ით ზრდა დაფიქსირდა და აღნიშნული მიმართულებით საქართველოდან სულ 175 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა.

#

ქვეყნები

ექსპორტი - მლნ დოლარი

ავტომობილების რაოდენობა

ერთი ავტომობილის საშუალო ფასი - ათასი დოლარი

ექსპორტის ზრდა/კლება წინა წელთან

1

ყირგიზეთი

$697 მლნ;

18,511

$38 ათასი;

-40%

2

ყაზახეთი

$357 მლნ;

22,347

$16 ათასი;

-44%

3

აზერბაიჯანი

$175 მლნ;

4,888

$36 ათასი;

-3%

4

ირანი

$130 მლნ;

7,384

$18 ათასი;

8,580%

5

ტაჯიკეთი

$94 მლნ;

5,120

$18 ათასი;

-21%

6

სომხეთი

$73 მლნ;

2,708

$27 ათასი;

57%

7

უზბეკეთი

$54 მლნ;

1,969

$28 ათასი;

-10%

8

ერაყი

$45 მლნ;

2,335

$19 ათასი;

39,208%

9

თურქმენეთი

$30 მლნ;

1,910

$16 ათასი;

26%

10

საუდების არაბეთი

$14 მლნ.

64

$219 ათასი.

აღნიშნულ ქვეყანაში გასულ წელს ექსპორტი არ ფიქსირდებოდა

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის 16 ნოემბრიდან საქართველოს შემოსავლების სამსახურმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის სერვისისთვის 450 ლარის მოსაკრებელი დააწესა, რაც ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეფასებით სექტორს დამატებით ტვირთად დააწვება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვიურად საქართველოდან დაახლოებით 7 ათასი ავტომობილი გადის რეექსპორტზე, აღნიშნული მოსაკრებლით ავტოდილერებს ყოველთვირად დაახლოებით 3.1 მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია | TOP-10 საქონელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები