შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა. რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია რომ არის, ეს ფაქტია
შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტს „საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია“ უწოდა, ხოლო ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიენეს ქართველი ხალხის მიმართ „ფაშისტურ განცხადებებში“ დასდო ბრალი.

შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რასა იუკნევიჩიანე საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა.
„ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს. რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს, მასთან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს?! შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა; რასა იუკნევიჩიანე - გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია რომ არის, ეს ფაქტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…