პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოსაპოვებლად საზღვარი არ აქვს და ეს მიდგომა ევროკავშირის საბჭოთა კავშირისკენ წაყვანაა.

შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს”
POSTV

“აქამდე თუ საუბრობდნენ მოსამართლეებსა და პროკურორებზე, ახლა ვხედავთ, რომ მონტენეგროში კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნების შემდეგ ვიღაცა ჯგუფმა უნდა გადაამოწმოს, კონკრეტული პარტიის გამარჯვება რამდენად კეთილსინდისიერი იყო”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად არასწორი ხედვა აქვს ბრიუსელს ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს არის ევროკავშირის წაყვანა საბჭოთა კავშირისკენ. სხვა რამეს კი არ აკეთებდა საბჭოთა მოსკოვი, – მის წევრ რესპუბლიკებს უთითებდა, ვინ, სად უნდა ყოფილიყო “ცეკას” და რაიკომის მდივანი.

ეს სულისკვეთებაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში. მონტენეგროში ეს ცვლილებები, რომელიც სწორედ ბრიუსელიდან არის მითითებული, მიმართულია იქითკენ, რომ სრულად გავლენის ქვეშ იყოს მთავრობა, მართლმსაჯულების სისტემა და ყველა ის სისტემა, რომელიც ქვეყნის მმართველობაზე არის პასუხისმგებელი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მონტენგეროს კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნებში გამარჯვებული გუნდის კეთილსინდისიერება უცხოელებმა უნდა გადაამოწმონ
  2. რუსთავი 2სამთავრობოკანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით, ბრიუსელის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, სწორედ ესაა ევროკავშირის წაყვანა საბჭოთა კავშირისკენ - შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მხრიდან მონტენეგროს კონსტიტუციაში მოთხოვნილ ცვლილებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"საბჭოთა მოსკოვზე უარესი და მავნებელი ..." - შალვა პაპუაშვილი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები