პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საბჭოთა მოსკოვზე უარესი და მავნებელი ..." - შალვა პაპუაშვილი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს

ქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს „საბჭოთა მოსკოვზე უარესს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ბრიუსელი და მისი საელჩო ქვეყნისა და ხალხის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური დაზიანების კურსზე არიან გადართული.

"საბჭოთა მოსკოვზე უარესი და მავნებელი ..." - შალვა პაპუაშვილი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს
TV პირველი

"საბჭოთა მოსკოვზე უარესი და მავნებელი ..." - ამ სიტყვებით მოიხსენია დღეს შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი.

პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ბრიუსელი საქართველოს დაზიანების კურსზეა გადართული.

"ოცნების" ლიდერის კრიტიკის ობიექტი იყო დღეს ევროკავშირის ელჩიც.

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი, ამას ცდილობს დღეს ბრიუსელი და მათი საელჩო საქართველოში. ვხედავთ, რომ ეს არის პირდაპირი მათი ქმედებები, რომ როგორმე დაგვაზიანონ ქვეყანა და ხალხი და მათ შორის დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წევრ ქვეყნებთან. [...]

როდესაც ცდილობენ საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა, როდესაც ამ დონეზე ცდილობ, რომ მავნებლობა ჩაიდინო, რომ ქვეყანას დაუზიანო ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. [...]

დღეს ევროკავშირი გადართული არის საქართველოს დაზიანების კურსზე. ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზიანდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში.

რომ შემობრუნდნენ და დაგვიმტკიცონ რომ ეს ასე არ არის, პირველი ნაბიჯი იქნება, რომ ევროკავშირის ელჩმა დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები