„კი ბატონო, გავუსწროთ, მაგრამ გასწრებისას უკან გამოხეული შარვალი რომ გამოგვიჩნდება, მაგ ამბავს რა ეშველებაო“ – მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ვუსწრებთ, საბჭოთა პერიოდის ანეკდოტით ეხმაურება და ამბობს, რომ გასწრებისას უკან გამოხეული შარვალი გამოჩნდება.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ვუსწრებთ, ასე ეხმაურება:
„საბჭოთა კავშირში, გარკვეული პერიოდი, აქტუალური იყო სლოგანი: დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას.
ბებიაჩემი ყვებოდა, ერთ-ერთ პარტიულ კრებაზე, რომელიც ამ სლოგანით გახსნეს, კაცი წამოდგა: კი ბატონო, გავუსწროთ, მაგრამ გასწრებისას უკან გამოხეული შარვალი რომ გამოგვიჩნდება, მაგ ამბავს რა
ეშველებაო.
ევროკავშირის ქვეყნებისთვის რომ გაგვისწრია, მაგაზე გამახსენდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…