კობახიძე ადასტურებს, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში მონაცვლეობით გაგრძელდეს.

მინსკიდან გავრცელებული ცნობები ირაკლი კობახიძემ დაადასტურა - მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს.
რაც შეეხება სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, უბრალოდ თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს ეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში", - აცხადებს კობახიძე.
რა თქვეს მინსკში:
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამინსკი: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელის
მინსკში აცხადებენ, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
მინსკი: გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
ბელარუსის უწყება: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…