პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მინსკი: გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ რიჟენკოვის განცხადებით, მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს.

მინსკი: გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
TV პირველი

მინსკში აცხადებენ, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.

“ძალიან მოხარულები ვართ, რომ ძალიან ხანგრძლივი და საკმაოდ შინაარსიანი მოლაპარაკებების დროს - ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან - მხარეებმა საკმაო პროგრესს მიაღწიეს ორმხრივი ნდობის გაძლიერებაში, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა.

რადგან არაფერი არ არის უფრო კარგი და, სიმართლე გითხრათ, სანდო, ვიდრე დედაქალაქებში მოლაპარაკებები, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების იმ დონემდე მიდიან, რომ შეუძლიათ ერთმანეთთან სტუმრად მისვლა და პრობლემების განხილვა, რომლებიც აღელვებთ”, - აცხადებს რიჟენკოვი.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის პირველი შეხვედრა შედგა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმინსკი: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიმინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელის
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმინსკში აცხადებენ, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
  4. ფორმულაოპოზიციურიბელარუსის უწყება: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები